|
2023-04-11 10:30:23, 1509 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - აჭარაში ყოველწლიურად ვზრდით დაფინანსებას ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გამართა. აჭარის მთავრობის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მთავრობის თავმჯდომარეს 2023 წლის პროგრამები წარუდგინა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი 33 მილიონ ლარს აჭარბებს. 2023 წელს როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური დაცვის მიმართულებით, ხორციელდება მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული პროგრამული სიახლეები. აჭარაში სრულად ფინანსდება ონკოქირურგია და გულის ქირურგია; გაიზარდა გულის, ძვლის ტვინის, ღვიძლის ტრანსპლანტაციების ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა; გაიზარდა უშვილობის მკურნალობის და დიაგნოსტიკის დაფინანსება. ამოქმედდა თვალის ბადურის მძიმე დაავადების მქონე და ალკოჰოლის შედეგად გამოწვეული ქცევითი აშლილობის პაციენტთა მკურნალობა; 2023 წელს გაიზრდება საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ფინანსური დახმარება, ასევე, შშმ პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)