|
2023-04-10 23:40:38, 1309 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონი: სოციალურ მედიაში გაჟონილი დოკუმენტები საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ მოკავშირეებისთვისაც
პენტაგონი ჯერ კიდევ აფასებს საიდუმლო ინფორმაციის ბოლოდროინდელი გაჟონვის მასშტაბებს, მათ შორის უკრაინის მოსალოდნელ კონტრშეტევასთან დაკავშირებით. ”ჩვენ ჯერ კიდევ ვიძიებთ, თუ როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო და პრობლემის მასშტაბი,” - თქვა თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში კრის მეგერმა. თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა, გაჟონვის მეორე დღეს, დაიწყო ყოველდღიური შეხვედრების გამართვა მაღალ სამხედრო და სამთავრობო წარმომადგენლებთან სიტუაციის შესაფასებლად, თქვა მან. სამინისტრო აღიარებს, რომ გაჟონვა უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემას უქმნის არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ მისი მოკავშირეებისთვისაც. ასევე არსებობს შიში, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან შეიძლება ცხადი გახდეს, თუ რამდენად აქტიურად და ფართოდ ადევნებდნენ თვალთვალს ამერიკელები თავიანთ მოკავშირეებზე. გასულ შაბათ-კვირას ამერიკელებმა უკვე გამართეს არაერთი შეხვედრა ამ გაჟონვის შედეგად დაზარალებულ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. როგორც პენტაგონის კიდევ ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, სამხედროები ყურადღებით სწავლობენ, თუ როგორ და ვის გადაეცა საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც გავიდა საიდუმლო დოკუმენტების სახით ინტერნეტში, რადგან, გამოქვეყნებული დოკუმენტების ფორმატიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს სპეციალურად მომზადებული ბრიფინგები სახელმწიფოს ხელმძღვანელობისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)