00:57 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 23:21:24, 1197 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი ხაბეიშვილისა და წითლიძის ქვეყნის დატოვებაზე - ეს არის უკიდურესი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა

როდესაც ვიღაცამ იცოდა, რომ ხვალ კენჭისყრა უნდა გამართულიყო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, წასულიყო ქალაქიდან, ეს არის უკიდურესი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, - ასე გამოეხმაურა "ლელოს" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისა და მისივე პარტიის წევრის, ანა წითლიძის პოლონეთში ვიზიტს.

მისივე თქმით, ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკუთარ ხმასთან და მანდატთან არის ის, რაც საზოგადოებას უჩენს განცდას, რომ არ შეიძლება, ენდო ოპოზიციურ პოლიტიკოსებს და მსგავსი საქციელი მთლიანად ოპოზიციას აზიანებს.

„თუ მიგაჩნია, რომ პარლამენტში უნდა იყო და მანდატი უნდა გქონდეს, უფრო მნიშვნელოვანი რა საკითხი შეიძლება არსებობდეს მანდატის გამოსაყენებელად? დღეებია, ვაწარმოებთ კამპანიას და ვაფრთხილებთ მთელ ოპოზიციას, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის და ამ პროცესში თითო ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკუთარ ხმასთან და მანდატთან არის ის, რაც საზოგადოებას უჩენს განცდას, რომ არ შეიძლება, ენდო ოპოზიციურ პოლიტიკოსებს და მსგავსი საქციელი აზიანებს მთლიანად ოპოზიციას“, - განაცხადა სამადაშვილმა. 

შეგახსენებთ, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პოლონეთში, ანა წითლიძესთან, გიული ალასანიასთან, გიორგი ჩალაძესთან და ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან ერთად ვიზიტით იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics