00:57 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 23:02:56, 1145 ნახვა

პოლიტიკა
ფოტიგა - ვცდილობ საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანებას მხარი დავუჭირო, მაგრამ პესიმისტურად ვარ განწყობილი

მე ყველანაირად ვცდილობ, რომ საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანებას მხარი დავუჭირო, მაგრამ საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა.

ფოტიგა ასევე გამოეხმაურა მოსამართლეების დასანქცირების თემას და განაცხადა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივა ევროკავშირშიც გაიზიარონ.

"მე ყველანაირად ვცდილობ, რომ საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანებას მხარი დავუჭირო, მაგრამ საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთის ომზე უკრაინაში. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას და დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის დასუსტება სრულიად შეცვლის ბალანსს მთელ რეგიონში.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია. მე ევროპარლამენტში ვმუშაობ და გვინდა ასევე წამოვაყენოთ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა პატიმრობის დროს. რეზოლუცია, რომელიც მას ეხებოდა, დიდი უმრავლესობით იქნა მიღებული ევროპარლამენტში. ამას მოჰყვა ძალიან მაღალი რანგის დიპლომატიური ნოტა საქართველოს ხელისუფლებისადმი, იმიტომ რომ ის წარდგენილ იქნა ევროკავშირის ელჩის მიერ, ისევე როგორც ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიერ.

რაც შეეხება მოსამართლეების დასანქცირებას, აშშ-სგან განსხვავებით ევროკავშირი არ არის ერთი ქვეყანა და ერთი მთავრობა. ამიტომ, მსგავსი გადაწყვეტილება მოითხოვს რამდენიმე ქვეყნის ერთსულოვნებას, რაც ოდნავ უფრო რთული მისაღწევია. მიუხედავად ამისა, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსაც ექნება ანალოგიური რეაგირება", - განაცხადა ფოტიგამ.

შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics