|
2023-04-10 18:10:22, 1187 ნახვა
მსოფლიო
„ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთი ბელარუსს საკუთარი ტერიტორიის მსგავსად დაიცავს“ - ლუკაშენკო შოიგუს შეხვდა
„რუსეთი ბელარუსს საკუთარი ტერიტორიის მსგავსად დაიცავს“, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იუწყება რუსული სამთავრობო მედია. ლუკაშენკოს თქმით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ინიციატივას მხარი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი. "ამან გაიჟღერა მოლაპარაკებებზე [ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტების] ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია დაიცავს ბელარუსს ისე, როგორც საკუთარ ტერიტორიას. ეს არის უსაფრთხოების ის გარანტიები, რომლებიც გვჭირდება", - თქვა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, 5 აპრილს, ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერმა უსაფრთხოების ახალი კონცეფცია განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)