|
2023-04-10 14:22:02, 785 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი სანქციებზე - არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს, რომელიც თან ახლავდა ამ გადაწყვეტილებას
არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს, რომელიც თან ახლავდა ამ გადაწყვეტილებას. ჩემთვის დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ეს გადაწყვეტილება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. როგორ მთავრობის მეთაურმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, "სიმართლე გაირკვევა" და "არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება". "სამწუხაროა და გაუგებარი... ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა. ჩვენ საუბარი გვექნება ჩვენს პარტნიორებთან, არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება, მე ამის მჯერა... ეს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. არასდროს მომისმენია, რომ გარკვეული კითხვები არსებობდა. თუ ვინმეს ასეთი ფაქტები აქვს, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ მოვისმინოთ. მინდა ვთქვა ერთი რამ ხაზგასმით, რომ მიუღებელია და დაუშვებელია სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რამე ფორმით ჩარევა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)