19:02 - 03 Aug, 2026
|
2023-04-10 13:23:46, 1584 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ბახმუტში „გადამწვარი მიწის“ ტაქტიკის გამოყენება დაიწყეს - უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური
რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტში „გადამწვარი მიწის“ ტაქტიკის გამოყენება დაიწყეს,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა. სირსკის თქმით, ქალაქში ვითარება რთულია, მაგრამ კონტროლქვეშ რჩება. „მტერი გადავიდა, როგორც ამბობენ, „სირიულ, გადამწვარი მიწის“ ტაქტიკაზე. ისინი ანადგურებენ შენობებს საჰაერო დარტყმებით, თუმცა ბახმუტის დაცვა გრძელდება. სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლირებადი“, - ამბობს სირსკი. უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა თავიანთი ქმედებებით ამოწურეს "ვაგნერელები", ამიტომ რუსეთი იძულებულია, ბრძოლაში სპეცრაზმი და საჰაერო სადესანტო ნაწილები ჩართოს.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)