|
2023-04-10 13:01:54, 1357 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოზიცია სალონე ზურაბიშვილს რიგგარეშე სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს
საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მას რიგგარეშე სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გაეგზავნება წერილი, რათა ხვალ რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს. „წინა კვირას ჩვენ დავაანონსეთ, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მივმართავდით საქართველოს პრეზიდენტს. დღე კი გვინდა, რომ ოფიციალურად ხელმოწერებით მივმართოთ სალომე ზურაბიშვილს. დღეს მას გაეგზავნება წერილი, რომ ხვალ მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, ერთადერთი საკითხით, კენჭისყრაზე დადგეს საგამოძიებო კომისიის შექმნის და მისი შემადგენლობის დამტკიცების საკითხი. მივმართავთ დღეს, საქართველოს პრეზიდენტს, რომ მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, რათა ჩვენ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში და პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან დავიწყოთ საჯარო საზოგადოების წინაშე გამჭვირვალე გამოძიება სასამართლო სისტემაში არსებული მანკიერების და კორუფციის წინააღმდეგ“,- განაცხადა კორძაიამ. ამასთან, როგორც "რეფორმების ჯგუფის" დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, საგამოძიებო კომისია უკვე დარეგისტრირებულია და რიგგარეშე სხდომაზე მათ კენჭისურა სჭირდებათ. „პრეზიდენტის დასტურის შემდეგ, როდესაც ის წერილს მიიღებს, ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა და კენჭი ვუყაროთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც გამოიძიებს არა მხოლოდ იმ 4 პირის, 3 მოქმედი და 1 ყოფილი მოსამართლის წინააღმდეგ სანქციების საკითხს და მათ საქმიანობას, არამედ სრულად და მთლიანად სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს, როგორც წინა, ასევე ამ ხელისუფლების პროცესში“,- განაცხადა სამნიძემ. შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)