21:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 10:02:29, 1551 ნახვა

მსოფლიო
CNN - პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის გამო, უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო, უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა, - აღმიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებული პირია.

გამოცემის ცნობით, საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც ინტერნეტში გამოქვეყნდა, აჩვენებს თუ როგორ ჯაშუშობს აშშ როგორც მოკავშირეებზე, ასევე მოწინააღმდეგეებზე.

ამასთან, როგორც პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგიმ განაცხადა, პენტაგონმა უკვე დაიწყო „უწყებათაშორისი ძალისხმევა“ გაჟონვის გავლენის შესაფასებლად.

„თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს გადაღებული დოკუმენტების ავთენტურობის განხილვასა და შეფასებას, რომლებიც ვრცელდება სოციალურ მედიასაიტებზე და რომლებიც, როგორც ჩანს, შეიცავს სენსიტიურ და უაღრესად გასაიდუმლოებულ მასალას. დაიწყო უწყებათაშორისი ძალისხმევა, რომელიც ფოკუსირებულია იმ ზეგავლენის შეფასებაზე, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ამ გადაღებულ დოკუმენტებს როგორც აშშ-ის, ასევე, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა საბრინა სინგმა.

მისი თქმით, დოკუმენტების გაჟონვის საკითხზე აშშ-ის ოფიციალური პირები შაბათ-კვირას მოკავშირეებსა და პარტნიორებს ესაუბრნენ.

CNN-ის ცნობითვე, დოკუმენტების გაჟონვამ ასევე აიძულა პენტაგონი, გაეძლიერებინა კონტროლი ისეთ დოკუმენტებზე, რომლებიც მთავრობის ასობით ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები Twitter-სა და Telegram-ზე გავრცელდა, სადაც ოფიციალური პირების განცხადებით, განხილულია თემების ფართო სპექტრი, რომლებიც ეხება ომს უკრაინაში, ჩინეთს, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას. ამასთან, ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 23 თებერვლით, დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ამოიწურება უკრაინის S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგი გამოყენების ამჟამინდელი ტემპით 2 მაისამდე.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გავრცელების ფაქტზე გამოძიება კი 9 აპრილს დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics