21:23 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-08 21:56:19, 828 ნახვა

მსოფლიო
სომხეთმა დეზერტირობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეების კრემლის რეჟიმისთვის გადაცემა დაიწყო

სომხეთის პოლიციამ რუსეთში დეზერტირებაში ბრალდებული მამაკაცი დააკავა. სომეხი უფლებადამცველების თქმით, ეს პირველი დაკავება არაა, რუსეთის იმ მოქალაქეების ვინც მობილიზაციას გამოექცა.

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ ერევანში დეზერტირობის ბრალდებით რუსეთში ძებნილი 23 წლის იური თ. დააკავეს.

მამაკაცის დაკავების შესახებ ინფორმაცია რუსულ მხარეს გადაეცა.

"შსს-ს პოლიციის სამმართველოსა და მარაშის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გატარებული ღონისძიებების წყალობით, 7 აპრილს მოსკოვის სამართალდამცავების მიერ დეზერტირების ბრალდებით ძებნილი 23 წლის იური თ. ნარ-დოსის ქუჩაზე იპოვეს, დააკავეს და მარაშის განყოფილებაში გადაიყვანეს." - წერია სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

რუსეთის მრავალი მოქალაქე სომხეთში ჩავიდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრისა და სექტემბერში ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის დაწყების შემდეგ. 2022 წლის ნოემბერში სომხეთის პოლიციამ განაცხადა, რომ 21 სექტემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით 2820 რუსი დარეგისტრირდა საცხოვრებელ ადგილზე - თითქმის ოთხჯერ მეტი, ვიდრე გასულ წელს.

გარდა ამისა, RBC-მ წერს, რომ რუსებს შორის ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადების რაოდენობა 2,5-ჯერ გაიზარდა. გასულ წელიწადნახევარში საბუთები 708-მა ადამიანმა შეიტანა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 277-მა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics