|
2023-04-08 15:56:25, 740 ნახვა
მსოფლიო
პოდოლიაკი - აშშ-ის საიდუმლო მონაცემების „გაჟონვა“ რუსეთის სპეცსამსახურები სტანდარტული თამაშია
საიდუმლო მონაცემების „გაჟონვა“ რუსეთის სპეცსამსახურები სტანდარტული თამაშია,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლი, მიხაილო პოდოლიაკი აშშ-ის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების გაჟონვის ინფორმაციას. მისი თქმით, აღნიშნულის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან. „საიდუმლო მონაცემების „გაჟონვის“ მიზანი აშკარაა: ყურადღების გადატანა, ეჭვების და ურთიერთეჭვების გამოწვევა, უთანხმოების დათესვა. ეს არის რუსეთის სპეცსამსახურები სტანდარტული თამაში. იღებ ღია ბრიფინგებს, ამატებ "ფეიკ" ინფორმაციას ან მიყურადების ცალკეულ ელემენტებს და აქვეყნებ მათ სოციალურ მედიაში/ქსელებში“,- წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გავრცელების ფაქტზე, რომლებიც სოციალური მედიის რამდენიმე პლატფორმაზე, მათ შორის Twitter-ზე გამოქვეყნდა და დეტალურად აღწერს აშშ-სა და ნატო-ს მიერ უკრაინისთვის აღმოჩენილ დახმარებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)