21:05 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-07 22:11:25, 725 ნახვა

გენერალურ პროკურატურაში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი, სხვადასხვა სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელები და პროკურორები ესწრებოდნენ.

გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი ბადაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაში საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. გენერალური პროკურორის მოადგილემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს  მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულების გამოძიების პროცესში საქართველოს პროკურატურის წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ უწყებებთან აქტიურმა თანამშრომლობამ. 

სამუშაო შეხვედრაზე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტმა მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსმა მონაწილეებს ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის ევროპული და ამერიკული გამოცდილება გაუზიარა, მათ შორის - ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სახეები და მათი გავრცელების მასშტაბები.

ასევე, შეხვედრის ფარგლებში, გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ირინე ჩოჩიამ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიასა და მისი შემუშავების პრინციპების შესახებ ისაუბრა.

მონაწილეებმა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის თანამედროვე გამოწვევებზე, ორგანიზებული დანაშაულის საქართველოში გავრცელებულ ფორმებზე, მტკიცებულებათა მოპოვებისა და შეფასების სტანდარტებზე და ასევე, საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკაზე იმსჯელეს. მსმენელებმა დასვეს კითხვები არსებული გამოწვევების შესახებ და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე ისაუბრეს.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტული მიმართულებაა. აღნიშნულ თემაზე კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს საქართველოს პროკურატურა მომავალშიც გააგრძელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics