02:08 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-07 17:30:46, 766 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი „მეორე ფრონტზე“ - ეს არის 100%-ით სიცრუე

რაც შეეხება "მეორე ფრონტის" საკითხს, ამაზე ძალიან ბევრჯერ ვთქვი და მინდა გითხრათ, ეს არის 100%-ით სიცრუე, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცახადა.

ელჩის თქმით, არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ აშშ-ს საქართველოს საფრთხეში ჩაგდება უნდა მაშინ, როდესაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, შეერთებული შტატები ქვეყნის  თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე მუშაობს.

"რაც შეეხება "მეორე ფრონტის" საკითხს, ამაზე ძალიან ბევრჯერ ვთქვი და მინდა, გითხრათ, ეს არის 100%-ით სიცრუე. რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოს საფრთხეში ჩაგდება, მაშინ, როდესაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს., ვმუშაობთ სასაზღვრო პოლიციასთან, სანაპირო დაცვასთან... რატომ უნდა გვინდოდეს, რომ საქართველო დავაყენოთ რისკის ქვეშ?! ნამდვილად შემაშფოთებელია, როდესაც ეს ტყუილი, კონსპირაციული თეორია ძალიან ხშირად ჟღერდება და ხანდახან ამას იმეორებს მმართველი პარტიის წარმომადგენლები", - განაცხადა დეგნანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics