02:50 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-07 13:59:28, 820 ნახვა

საზოგადოება
მეუფე იაკობი სანქციებზე - მოსამართლეების გულშემატკივარი არ ვყოფილვარ, მაგრამ პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და არევა უნდათ

მაგ მოსამართლეების გულშემატკივარი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და კიდევ რაღაცა არევა უნდათ, - ასე ეხმაურება ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს.

როგორც მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, ხელისუფლებას ობამას ადმინისტრაციამ "დაუშალა",  რომ მოსამართლეების კორპუსს შეხებოდნენ.

"მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ მაგ მოსამართლეების გულშემატკივარი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, მაგრამ რა ხდება ახლა - პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და კიდევ რაღაცა არევა უნდათ. თურმე, საქართველოში იმ სასამართლოსთან შედარებით, რაც იყო, დიდი განსხვავებაა. და თუ დარჩენენ ეგ მოსამართლეები, კარგად იციან, რომ ობამას ადმინისტრაციამ დაუშალა ახალ ხელისუფლებას, რომ არ შეხებოდნენ მოსამართლეების კორპუსს. რა მივიღეთ? ქართველი ხალხი მათ გამო იჩაგრება. ქართველი ხალხის სახელით გამოდიან. მინდა გითხრათ, რომ მე ამერიკელებთან ყოველთვის საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა. დღესაც კარგი ურთიერთობა მაქვს და მინდა, რომ ჩემს სახელმწიფოსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. აბსოლუტურად ყველასთან მინდა, რომ საუკეთესო ურთიერთობები გვქონდეს. ჩვენ არ ვართ ის ერი, ვიღაცის დაპყრობა მოვინდომოთ, მაგრამ ის ერიც არ ვართ, ერთის მონობიდან მეორის მონად ვიქცეთ", - აცხადებს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics