03:57 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-07 11:36:28, 803 ნახვა

საზოგადოება
პაპუაშვილი აკრედიტაციის შეჩერებაზე - მოვუწოდებ ყველა ჟურნალისტს, წაიკითხეთ, გაეცანით წესებს

მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ჟურნალისტს, რომ კითხვების დასმასთან ერთად, გაეცანით, წაიკითხეთ წესებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა  საკანონმდებლო ორგანოს მიერ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, არ შეიძლება რესპონდენტების დევნა. 

"იმისთვის, რომ პარლამენტში ჟურნალისტსა და რესპონდენტს შორის თანამრომლობა იყოს საქმიანი და ეს არ იყოს აჟიტირება, დევნა, შევარდნები ოთახში და ა.შ. რაც იყო პრაქტიკა საქართველოს პარლამენტში - სამწუხარო პრაქტიკა, რომ გაცდენილი იყო ზოგიერთი ჟურნალისტი ეთიკური ჟურნალისტიკის მინიმალურ სტანდარტს, ამიტომ იქნა შემოღებული... მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ჟურნალისტს, რომ კითხვების დასმასთან ერთად, გაეცანით, წაიკითხეთ წესებს. სამი არის ძირითადი, რაც ჩანს ხოლმე - მაგალითად, ადამიანს, წინასწარი თანხმობის გარეშე, აპარატის თანამშრომელს ან პარლამენტის წევრს არ შეუვარდეს ჩართული კამერით, მე მგონი გასაგებია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

ცნობისთვის, პარლამენტმა "ტვ პირველის“ ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ თათია წოწონავას, „ფორმულას“ ჟურნალისტ სოფიო გოზალაშვილს და ამავე მედიასაშუალებების ოპერატორებს აკრედიტაცია შეუჩერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics