|
2023-04-07 11:03:56, 731 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - მოვითხოვთ, ჟურნალისტებს შეჩერებული აკრედიტაცია დაუბრუნდეთ
ეს არის ძალიან საშიში გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც, პრაქტიკულად, საქართველოს პარლამენტი გადაქცეულია ჩაკეტილ, ყველაზე უფრო გაუვალ სფეროდ მათ შორის ჟურნალისტებისთვის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა. დეკანოიძე მოითხოვს, რომ ჟურნალისტებს დაუბრუნდეთ აკრედიტაცია, რათა შეძლონ საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელება. "მე მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო რამდენად საშიში მოხდა გუშინ და რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტში, წარმომადგენლობით ორგანოში, რომელიც დემოკრატიისთვის უნდა იყოს სამაგალითო. რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტში "ქართული ოცნების" წევრებისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმის გამო, აკრედიტაცია შეუჩერდა "ფორმულას" ჟურნალისტს სოფიო გოზალიშვილს, ასევე, აკრედიტეცია შეუჩერდა "მთავარი არხის" ჟურნალისტს თათია წოწონავას და "ტვ პირველის" ჟურნალისტს რუსუდან დუმბაძეს. ეს არის ძალიან საშიში გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც, პრაქტიკულად, საქართველოს პარლამენტი გადაქცეულია ჩაკეტილ, ყველაზე უფრო გაუვალ სფეროდ მათ შორის ჟურნალისტებისთვის. უმრავლესობის წევრები შერჩევით აძლევენ კომენტარს, ისინი არ მიდიან კრიტიკულ მედიაში. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერება, ნიშნავს იმას, რომ მოქმედებს შერჩევის წესი, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის წესი, ეს ძალიან საშიშია საქართველოს დემოკრატიისთვის. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, ეს წესი გაუქმდეს და დაუბრუნდეს აკრედიტაცია ყველა იმ ჟურნალისტს, რომელსაც შეზღუდული აქვს დღეს შემოსვლა და თავისი ჟურნალისტური პროფესიული საქმიანობის განხორციელება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ცნობისთვის, პარლამენტმა "ტვ პირველის“ ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ თათია წოწონავას, „ფორმულას“ ჟურნალისტ სოფიო გოზალაშვილს და ამავე მედიასაშუალებების ოპერატორებს აკრედიტაცია შეუჩერა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)