22:14 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-07 10:16:21, 785 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანი ოთხ ირანელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

აზერბაიჯანის მთავრობამ ირანის საელჩოს 4 თანამშრომელი, დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი ქმედებების გამო, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანელმა დიპლომატებმა ქვეყნის ტერიტორია 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.

საგარეო უწყების ინფორმაციით, დიპლომტების გაძევებას წინ უძღოდა აზერბაიჯანში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, სეიედ აბას მუსავის დაბარება. 

ელჩს დიპლომატიურ უწყებაში, აზერბაიჯანთან მიმართებაში, ირანის "ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებების" გამო უსაყვედურეს და 4 დიპლომატის გაძევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics