02:08 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 21:59:08, 701 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი სანქციებზე - ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც კანონი გვთხოვს, საქართველოს შეუძლია დაიწყოს გამოძიება

საქართველოს, შეუძლია თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციაზე ან ბრალდებაზე, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც გვთხოვს კანონი, - ასე გამოეხმაურა ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირების საკითხს.

მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტს ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ დასანქცირებული მოსამართლეები ჩართულნი იყვნენ კორუფციულ გარიგებაში, აქედან გამომდინარე შეერთებული შტატები ვალდებული იყო, რომ განეხორციელებინათ შესაბამისი ქმედება, რაც კანონით არის გათვალისწინებული.

"სავიზო სანქციები, რაც გუშინ გამოცხადდა სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მიერ მოითხოვება აშშ-ის კანონმდებლობის მიერ, როცა გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ადამიანები არიან ჩართული კორუფციულ გარიგებაში. ეს არის საგულდაგულო პროცესი, ეს არის მოთხოვნა და ვალდებულება, რომ განვახორციელოთ ეს ქმედება და განსაზღვრავს ადამიანის უფლებას შევიდეს თუ არა შეერთებულ შტატებში. ეს სავიზო სანქციები არ აძლევს ნებას კონკრეტულ ადამიანებს შევიდნენ ამერიკაში. ეს დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს ინფორმაცია და ბრალდებები წლების განმავლობაში იყო ცნობილი და ჩვენ ამერიკის კანონი გვთხოვს როდესაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, მოვიქცეთ ასე.

საქართველოს, რა თქმა უნდა, შეუძლია თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციაზე ან ბრალდებაზე, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც გვთხოვს კანონი", - განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ,  გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics