|
2023-04-06 11:25:02, 657 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი სანქციებზე - ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის კრახი
ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკის კრახი,- ასე ეხმაურება "ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას. ნაცვლიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სანქციების დაწესებას უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გადაწყვეტილება უწოდა და თქვა, რომ ეს მხარდაჭერას საქართველოს მოქალაქეებს უცხადებს. "ლელო საქართველოსთვის" მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, დაასანქციროს საქართველოში სასამართლო კლანის ხელმძღვანელები. ეს არის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გადაწყვეტილება, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მოქალაქეებს და მათ უფლებას, იცხოვრონ სამართლიან და არაკლანურ სახელმწიფოში. ეს გადაწყვეტილება ასევე არის ძალიან ღიაა გზავნილი "ქართული ოცნების" და მისი მატყუარა პოლიტიკის მიმართ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ წლების განმავლობაში, რომ სასამართლო კლანი და უსამართლო სისტემა, რომელიც მიიღო მემკვიდრეობით წინა ხელისუფლებიდან, არათუ არ გაეშვა სახლში, არამედ შეერემონტებინა, გაეძლიერებინა და უვადოდ მიესაჯა საქართველოს მოქალაქეებისთვის კლანი და მათ მიერ მართული სასამართლო სისტემა. ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკის კრახი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ტიპის გუნდი არ შეიძლება მართავდეს სახელმწიფოს", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)