2023-04-06 09:03:23, 775 ნახვა
მსოფლიო
კრემლში პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრა გაიმართა [ვიდეო]
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრემლში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა.
შეხვედრის დაწყებისას პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო არენასა და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შედეგებზე ისაუბრეს.
ბელარუსის პრეზიდენტი, რუსეთში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს სამოკავშირეო სახელმწიფოს უმაღლესი საბჭოს სხდომაში, რომელიც 6 აპრილს გაიმართება.
ცნობისთვის, ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვს გუშინ, 5 აპრილს ეწვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,