18:23 - 22 Jul, 2026
|
2023-04-05 23:02:36, 4092 ნახვა
კომენტარი
ცერცვაძე სანქცირებაზე - წარმოდგენა არ მაქვს, მე არ ვმუშაობ სახელმწიფო სამსახურში არსად
სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ვალერიან ცერცვაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან დასანქცირების საკითხს "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბარში გამოეხმაურა. ვალერიან ცერცვაძის თქმით, მას წარმოდგენა არ აქვს, რამ გამოიწვია დასანქცირება, ვინაიდან ის სახელმწიფო დეპარტამენტში არ მუშაობს. "პირველად მესმის ახლა და ნამდვილად არ ვიცი. არ ვიცი, მე არ მომისმენია და წარმოდგენა არ მაქვს, მე არ ვმუშაობ სახელმწიფო სამსახურში არსად", - განაცხადა ცერცვაძემ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)