01:28 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 19:20:42, 831 ნახვა

ქედის კულტურის ცენტრში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროექტის ფარგლებში, ფოლკლორული საღამო გაიმართა

ქედის კულტურის ცენტრში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროექტის გუდასტვირის ტრადიცია ევროპაში" ფარგლებში, ფოლკლორული საღამო გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფოლკლორულ საღამოში, გუდასტვირზე/ჭიბონზე შემსრულებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან: საქართველო, ლატვია, ხორვატია, იტალია, ესპანეთი, სლოვაკეთი მონაწილეობდნენ, კონცერტში მასპინძელი ანსამბლები: ,,ელესა", ,,მოყვარე"; ,,იაგუნდი". ასევე, ცხმორისის მეხორუმეთა ჯგუფი და მეჭიბონეები: მურად თავართქილაძე და თემურ არძენაძე მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ყველა ქვეყნის წარმომადგენლებმა ფოლკლორული ნიმუშები წარმოადგინეს.

პროექტის მიზანია დაიცვას და ხელი შეუწყოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის (აკმ), გუდასტვირის დამზადებასა და მასზე დაკვრის ტრადიციის პოპულარიზებას.

ღონისძიებას მერის მოადგილე, მამუკა ფარტენაძე და განათლების, კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია ესწრებოდნენ.

პროექტი ხორციელდება ერასმუს + პროგრამის ,,გუდასტვირზე შემსრულებელთა ევროპული ქსელი" ფარგლებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics