10:33 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 14:53:42, 680 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - „ნაცმოძრაობას“ აღარაფერი ეშველება - ხაბეიშვილი ჰყავს თავმჯდომარედ

“ნაცმოძრაობას“ მაინც არაფერი ეშველება, ხაბეიშვილი ჰყავს თავმჯდომარედ, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ენმ-ი მხოლოდ სატელევიზიო პროდუქტს წარმოადგენს.

"ნაცმოძრაობას" არაფერი ეშველება, გინდ ახალი, გინდ ძველი სახეები წარადგინოს - ძველი-ახალი სახეები სად არიან?ერთი წლის წინ, თუ რაღაც პერიოდის წინ ახალ სახეებად რომ წარუდგინეს საზოგადოებას? სად არიან მოიკითხეთ - ზოგი რუსეთში, ზოგი სხვაგან არის და ა.შ. და ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ ახალი სახეები. არ აქვს მნიშვნელობა ვის წარადგენს, “ნაცმოძრაობას“ მაინც არაფერი ეშველება, ხაბეიშვილი ჰყავს თავმჯდომარედ, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით პარტიამ გინდ ახალი სახეები წარადგინოს, გინდ ძველი და გინდ რაღაც პროგრამა დადოს, რომლისაც ამ ქვეყანაში არავის სჯერა. დამთავრებულია ეს პარტია, მხოლოდ სატელევიზიო პროდუქტს წარმოადგენს“, - ამბობს მდინარაძე.

ცნობისთვის, დღეს, 5 აპრილს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ახალი სახეები წარადგინა. ოპოზიციურ პარტიას ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი შეუერთდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics