22:49 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 00:12:23, 1144 ნახვა

მსოფლიო
როგორ მუშაობს ნაფიცმსაჯულთა დიდი კოლეგია აშშ-ში

როგორ მუშაობს ნაფიცმსაჯულთა დიდი კოლეგია აშშ-ში - ამ სათაურით სტატიას, დონალდ ტრამპის პროცესის პარალელურად "ამერიკის ხმა" ავრცელებს. 

ნაფიცმსაჯულთა დიდი კოლეგია, ამერიკის მართლმსაჯულების სისტემაში ცენტრალურ როლს ასრულებს. დიდ კოლეგიას ევალება, მოისმინოს პროკურორებისა და მოწმეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შემდეგ, ფარული კენჭისყრით, გადაწყვიტოს, არის თუ არა პირის მიერ დანაშაულის ჩადენის საკმარისი მტკიიცებულება. ასეთი დანაშაული შეიძლება იყოს სისხლის სამართლის ნებისმიერი დანაშაული, რომელიც მინიმუმ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ფედერალურ სისხლისამართლებრივ დევნაში, ნაფიცმსაჯულთა დიდი კოლეგიის მონაწილეობა აუცილებელია. ამიტომაც, შეერთებული შტატების ბევრმა შტატმა, მსგავსი სისტემა მიიღო. თუმცა, ზოგიერთ შტატში, პროკურორებს ასევე შეუძლიათ თავიანთი მტკიცებულებები მოსამართლეს წარუდგინონ, რომელიც გადაწყვეტს, შესაძლებელია თუ არა ვინმეს რაიმე დანაშაულის გამო ბრალი წარუდგინონ.

ფედერალური ნაფიცმსაჯულთა დიდი კოლეგია 16-დან 23-მდე წევრისგან შედგება. საბრალდებო დასკვნის, - ფორმალური ბრალის წაყენებამდე, საჭიროა უბრალო უმრავლესობა, მაგალითად 23 ნაფიცმსაჯულიდან, მინიმუმ 12 შეთანხმდეს.

ნაფიცმსაჯულთა კოლეგიის წარმომადგენლებს, რიგითი მოქალაქეების იმავე ჯგუფიდან არჩევენ, საიდანაც ნებისმიერი სასამართლო პროცესისთვის ნაფიცი მსაჯულები ირჩევიან. მათი გამორჩევა ხდება საჯარო ჩანაწერებიდან, როგორციაა მართვის მოწმობის რეესტრი, ასევე, ამომრჩეველთა რეესტრი. ნაფიცმსაჯულთა დიდი კოლეგიის წარმომადგენლები, 18-დან 36 თვემდე მსახურობოენ. როგორც წესი, თვეში რამდენჯერმე იკრიბებიან და აქვთ უფლებამოსილება დაკითხონ მოწმები, ასევე გამოსცენ ორდერი, პირის სასამართლოში გამოძახების შესახებ.

„გარდა იმისა, რომ ნაფიცმსაჯულთა დიდი კოლეგიის მუშაობა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ კოლეგია წყვეტს ვის წაეყენოს სისხლის სამართლის ბრალი, ეს ასევე მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის სისტემაში, მოქალაქეების ჩართვის კუთხით. ნაფიცმსაჯულთა დიდი კოლეგიის სისტემა, გარკვეული გაგებით, ხელისუფლების პატიოსნების შენარჩუნების მცდელობაზეა დაფუძნებული“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას პიტერ ჯოი, სენტ ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი.

თავდაპირველად, ნაფიცმსაჯულთა დიდი კოლეგიის შექმნის იდეა მოაზრებული იყო როგორც ერთგვარი დაცვა, ხელისუფლების ძალაუფლების გადამეტებისგან. სწორედ ამის გამო, დამფეძნებელმა მამებმა, ნაფიცმსაჯულთა დიდი კოლეგიის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში შეიტანეს. მაგრამ, ყოფილი გენერალური პროკურორი, ბრიუს გრინი არ არის დარწმუნებული, რომ ე.წ. „სახალხო პანელი“ ამ ფუნქციას მნიშვნელოვნად ასრულებს.

„თუ დამფუძნებელი მამების თავდაპირველი იდეა იყო, როგორც მე მწამს, რომ ეს ემსახურებოდა მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვას... ეს, ალბათ, არ არის ხალხის დევნისგან დასაცავას ეფექტური ინსტრუმენტი. არსებობს მნიშვნელოვანი რისკი იმისა, რომ თუ პროკურორი მოახერხებს მათ დარწმუნებას, რომ ვიღაც დამნაშავეა, მათ შეუძლიათ მიაღწიონ საბრალდებო დასკვნას მიუხედავად იმისა, არის თუ არა პირი დამნაშავე“ - ამბობს გრინი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.

ნაფიცმსაჯულთა დიდი კოლეგია, ბრალის წაყენებაზე უარს იშვიათ შემთხვევებში ამბობს. 2010 წელს სამთავრობო სტატისტიკამ აჩვენა, რომ ფედერალურმა ნაფიცმსაჯულთა დიდმა კოლეგიამ, საქმეების 99%-ის შემთხვევაში, პირს ბრალი წაუყენა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics