|
2023-04-04 15:30:31, 884 ნახვა
საზოგადოება
საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისმა კომისიამ 2022-23 წლების სამოქმედო გეგმის მიმდინარეობა განიხილა
საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის 2022 წლის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია მოისმინეს საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მეორე სხდომაზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილის თავმჯდომარეობით ჩატარდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პრეზენტაცია მოიცავდა დეტალურ ინფორმაციას 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანებისა და ღონისძიების განხორციელების მიმდინარეობას საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიხედვით. "კომისიის სხდომაზე აგრეთვე განიხილეს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის შედეგები საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებებთან დაკავშირებით და ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის მიმდინარეობა, ასევე ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების კუთხით დღეისათვის არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები. კომისიის სხდომას დაესწრნენ საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია) ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი პირები. საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისია ჩამოყალიბდა 2023 წლის 4 აპრილს საქართველოს მთავრობის №353 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)