10:35 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-04 13:46:29, 810 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე „ოცნებას“ - ტრაბახობთ ეკონომიკური ზრდით - თუ ეკონომიკა იზრდება, ხალხი ქვეყნიდან რატომ გარბის

ტრაბახობთ ეკონომიკური ზრდით - თუ ეკონომიკა იზრდება, მაშინ ხალხი რატომ გარბის ქვეყნიდან,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებს.

გოცირიძის განცხადებით, ყველაზე წარუმატებელი დღევანდელი  ხელისუფლების პერიოდში ეკონომიკაა, რამაც  ხალხი გააღატაკა.

„რომელ სფეროში შეიძლება ჰქონოდა საქართველოს წარმატება, როდესაც ყველაზე წარუმატებელი თქვენი ხელისუფლების არსებობის პერიოდში არის ეკონომიკა, გაღატაკდა ხალხი, იცლება ქვეყანა და არ ყოფილა პროგრესული გადაწყვეტილება მიღებული ეკონომიკაში, რომელსაც შეიძლება რაღაც მომავლის იმედი გაეჩინა ხალხისთვის", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დეპუტატის თქმით, პრემიერ-მინისტრი და მთელი უმრავლესობა სიცრუეზე აგებს პროპაგანდას, იტყუება და „ნაცარს აყრის" ხალხს თვალში.

„ტრაბახობთ ეკონომიკური ზრდით - თუ ეკონომიკა იზრდება, მაშინ ხალხი რატომ გარბის ქვეყნიდან. ეკონომიკური ზრდის პროდუქტის, სამწუხაროდ, დიდი ნაწილი ჩვენს მოქალაქეებს არ ხმარდებოდა  და ამ ეკონომიკური ზრდის საკმაო ნაწილი იყო ფიქტიური ზრდა. ეკონომიკა არის ის, რომელშიც თქვენ განიცადეთ ყველაზე მძიმე შედეგები არაპროფესიონალიზმის, კორუფციის, ნეპოტიზმისა და ბიუროკრატიის ზრდის გამო. ამიტომ, სჯობს ისევ ნაცად თემებს მიმართოთ, როგორიც არის ეკლესიის მაგინებლები, ლგბტ პროპაგანდისტები, უცხოური აგენტები და სატანისტები", - მიმართა რომან გოცირიძემ "ოცნებას".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics