|
2023-04-03 18:16:57, 2350 ნახვა
კომენტარი
სახალხო დამცველის ახალი მოადგილე - მე და ალეკო ელისაშვილი ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ, ეს უხერხულობას არ მიქმნის
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მოადგილეების პოსტზე ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე წარადგინა. სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ერთ-ერთი ახალი მოადგილე, ნათია ჯულაყიძე პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დისშვილი და პარტიის შემწირველია. ნათია ჯულუყიძის თქმით, ის და ალეკო ელისაშვილი ერთი დიდი ოჯახის წევრები არიან, მაგრამ ის ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, ვინაიდან, მან შემოთავაზება სახალხო დამცველისგან მიიღო, რომელიც არის ლევან იოსელიანი და მასთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს. "კი, მე და ალეკო ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ, ალეკო არის ჩემი ბიძა, ბიძად მეკუთვნის, მისი დისშვილი ვარ, უხერხულობას არ მიქმნის ის, რომ ჩემი ნათესავი მოქმედი პარლამენტის წევრია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სახალხო დამცველის აპარატთან. მე უბრალოდ პარტიის ერთ-ერთი წევრი ვიყავი, მე მანამდე, ლევანთანაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი. მე შემოთავაზება სახალხო დამცველისგან მივიღე, რომელიც არის იოსელიანი, რომელთანაც არანაირი ნათესაური კავშირი არ მაქვს", - განაცხადა ჯულაყიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)