02:54 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 16:44:53, 1083 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - „რუსული ოცნების“ და ამ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრს მოძალადის ინსტინქტები აქვს

„ძალიან მძიმე პრობლემები აქვს ირაკლი ღარიბაშვილს, არ არის ნორმალური რა ლექსიკითაც საუბრობს, „ანარქისტებს“ ეძახის იმ ადამიანებს, ვისაც ევროკავშირი უნდა. ვინც პუტინისტი არ არის, ვინც არ ემთხვევა რუსი პროპაგანდისტების ლექსიკას, თურმე ყველანი მკვლელები და პირსისხლიანები ყოფილან", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, „რუსული ოცნების“ და ამ ხელისუფლების პრემიერ მინისტრს მოძალადის ინსტინქტები აქვს.

„ტრი-ტრი, ანტონი, როცა მოვისმინეთ ბერას სათამაშოსგან, მაშინვე ძალიან მარტივი იყო დასკვნის გაკეთება, რომ ცოტა ფსიქიკური პრობლემები აქვს, მოძალადის ინსტინქტები აქვს  „რუსული ოცნების“ და ამ ხელისუფლების პრემიერ მინისტრს. ამასობაში, ახალგაზრდებზე ცდილობს შავი კამპანიის წარმოებას და უმძიმესი ლექსიკით საუბრობს, რომ თითქოს ცოცხლად დაწვა უნდოდა ახალგაზრდა ადამიანს პოლიციელების და ათას სიგიჟეს საუბრობს. მგონია, რომ ძალიან მძიმე პრობლემები აქვს ღარიბაშვილს, არ არის ნორმალური რა ლექსიკითაც საუბრობს, „ანარქისტებს“ ეძახის იმ ადამიანებს, ვისაც ევროკავშირი უნდა. ვინც პუტინისტი არ არის, ვინც არ ემთხვევა რუსი პროპაგანდისტების ლექსიკას, თურმე ყველანი მკვლელები და პირსისხლიანები ყოფილან. არ არის ნორმალური და ადეკვატური და ურთულესია ამ კაცის სერიოზულად შეფასება, ბიძინა ივანიშვილმა ფანტასტიკურად შეაფასა - რაც გინდათ ის დაუძახეთ და ის უწოდეთ“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, 3 აპრილს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "უცხოური აგეტების შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე  პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ  21 წლის ლაზარე გრიგორიადსს "ანარქისტი" უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics