|
2015-02-08 17:52:15, 4092 ნახვა
კომენტარი
გივი თარგამაძის შეფასებით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე პროკურატურის ვერსია დამაჯერებელი არ არის
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძეს შეფასებით, პროკურატურის ვერსია, იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, დამაჯერებელი არ არის. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე რთულია მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოტივით მოქმედებდა ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მოქმედი პოლიციელი. „მიუხედავად მისი მზადყოფნისა, რომ ჟურნალისტების ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა, მან მთავარ კითხვას, მოტივთან დაკავშირებით, არ უპასუხა. აქედან გამომდინარე, ძნელია მსჯელობა იმაზე, მოქმედ პოლიციელს რა მოტივი ქონდა და რა მიზნები ამოძრავებდა იმისთვის, რომ მსგავსი დანაშაული ჩაედინა. ამ ხელისუფლებას სახელი საკმარისად აქვს გატეხილი იმისთვის, რომ ასე მოწოდებული ვერსია, დასაბუთების გარეშე, დამაჯერებელი იყოს“, – აღნიშნა თარგამაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)