06:47 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 16:24:52, 794 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა დმანისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა დმანისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ბოლნისისა და მარნეულის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ისაუბრეს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, სქესობრივი დანაშაულებისა და ფემიციდის საკითხებზე.

შეხვედრების დროს პროკურორებმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულების მიმართულებით პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმებზე და დაზარალებულთა საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებზე.

საუბარი შეეხო ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დაცვის, მხარდაჭერის და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესს და ამ მხრივ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფემიციდის შეჩერება კომპლექსური გამოწვევაა, რომელთან საბრძოლველად საჭიროა საზოგადოების ჩართულობა და ერთიანი ძალისხმევა.

საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.

საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

"#არაფემიციდს
#მკვლელობაისჯებამკაცრად
#შეაჩერეფემიციდი
#სიყვარულიარკლავს", - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics