23:30 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 16:22:22, 925 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი - ტატარსკის მკვლელობა უკრაინელმა სპეცსამსახურებმა, ნავალნის მხარდამჭერების მონაწილეობით დაგეგმეს

რუსი სამხედრო ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობა უკრაინელმა სპეცსამსახურებმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერების მონაწილეობით დაგეგმეს,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტატარსკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული დარია ტრეპოვა ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი მხარდამჭერია. 

"2 აპრილს სანქტ-პეტერბურგში ცნობილი ჟურნალისტის, ვლადლენ ტატარსკის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტი დაგეგმილი იყო უკრაინის სპეცსამსახურების მიერ, აგენტების მონაწილეობით, რომლებიც ნავალნის ე.წ. ანტიკორუფციულ ფონდთან თანამშრომლობენ. მისი აქტიური მხარდამჭერია დაკავებული დარია ტრეპოვა",- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს სანქტ-პეტერბურგის ცენტრში, კაფე „სტრიტ ბარში“ აფეთქება მოხდა, რომლის მსხვერპლი რუსი სამხედრო კორესპონდენტი ვლადლენ ტატარსკი გახდა. 

რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 25 ადამიანი, 24 კი ჰოსპიტალიზებულია.

აღნიშნულ ფაქტზე საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics