|
2023-04-03 14:20:30, 903 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე კრამონზე - ე.წ. ჩვენი ქვეყნის მეგობრები ხელს უწყობენ პოლარიზაციის გაღრმავებას
„ეს არის სახელმწიფოს უპატივცემლობა, ქართველი ხალხის უპატივცემლობა, რაც მათ განცხადებებსა და ქმედებებში არაერთხელ დადასტურებულა“, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მისვლას. თბილისის მერის თქმით, კრამონისა და სხვა კონკრეტული ევროპარლამენტარების განცხადებები პოლარიზაციის არათუ შემცირებას, პირიქით, გაღრმავებას უწყობს ხელს და გამოხატავს მათ გარკვეულ პოლიტიკურ დღის წესრიგს. „იმ 12-პუნქტიან გეგმაში პირველი, რაც წერია, არის დეპოლარიზაცია. ერთი მხრივ, მოგვიწოდებენ დეპოლარიზაციისკენ, მეორე მხრივ, ეს ადამიანები, ე.წ. ჩვენი ქვეყნის მეგობრები, პირიქით, ხელს უწყობენ პოლარიზაციას, ხელს უწყობენ მარგინალური რადიკალური დაჯგუფებების დაფინანსებას პირდაპირ და მათი ეს განცხადებები, რბილად რომ შევაფასოთ, არის ძალიან დიდი უპატივცემლობა. მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს არსებულ ვითარებას, არსებულ რეალობას, ვინ არის მართლა ამ ქვეყნის მეგობარი, ვის აქვს სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს, მოხდეს ევრინტეგრაცია. ასეთ ადამიანებს, როგორიც არის ქალბატონი ვიოლა, ნამდვილად არანაირი სურვილი არ აქვთ საქართველოს განვითარების, წინსვლის და საქართველოს ევროინტეგრაციის. ამ ადამიანებს აქვთ თავიანთი კონკრეტული ინტერესები“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი იმყოფებოდა.
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)