|
2023-04-03 13:18:24, 775 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მე ვერაფერს ვერ ვისაუბრებ
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მე ვერაფერს ვერ ვისაუბრებ,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისი თქმით, უცნობია რამდენ დღეში მოამზადებს დასკვნას კონსილიუმი, მაგრამ როგორც კი ეს დასკვნა მომზადდება, ეს იქნება ყველასთვის საჯარო. "მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მე ვერაფერს ვერ ვისაუბრებ. მე მას ვესაუბრე თითქმის ერთი საათის განმავლობაში. ჯანმრთელობაზე ისაუბრებს კონსილიუმი, რომელმაც ის გუშინ მოინახულა. მე გამიჭირდება [თქმა] ზუსტად რამდენ დღეში მოამზადებენ ისინი დასკვნას, მაგრამ როგორც კი ეს დასკვნა მომზადდება, ეს იქნება ყველასთვის საჯარო",- განაცხადა იოსელიანმა. ცნობისთვის, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა კლინიკა "ვივამედში" მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 მარტს მოინახულა. ამასთან, კლინიკა "ვივამედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები გუშინ, 2 აპრილს შევიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)