11:36 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-02 16:45:52, 948 ნახვა

პოლიტიკა
კრამონი - რაც სააკაშვილის თავს ხდება, არაჰუმანურია და საქართველოს რეპუტაციას აზიანებს

ტრაგიკულია, როდესაც ვხედავთ როგორ მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

როგორც კრამონმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის გარშემო განვითარებული მოვლენები საქართველოს რეპუტციას აზიანებს.

"არ აქვს, მნიშვნელობა, რა შეხედულება გვაქვს მასზე. მე მისი პირადი მტერი ვიყავი, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო, მაგრამ აქ საუბარია ჰუმანურობაზე მიუხედავად შეხედულებებისა; მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა მისი მმართველობის დროს - არ აქვს მნიშვნელობა, მას ჰუმანურად უნდა მოეპყრან. ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზები მისი სწორი მკურნალობისთვის. ეს შეიძლება იყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ... მისი მკურნალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მის თავს ხდება, არაჰუმანურია და აზიანებს საქართველოს რეპუტაციას. ადამიანები ამას უყურებენ და ვერ წარმოიდგენენ, როგორ შეიძლება მთავრობა ყოფილ პრეზიდენტს ასე მოექცეს. აბოსლუტურად წარმოუდგენელია სააკაშვილის მიმართ ასეთი მოპყრობა - ეს არავისთვის არის კარგი", - ამბობს კრამონი.

ცნობისთვის, გერმანელი ევროპარლამენტარი საქართველოში იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics