|
2023-04-02 16:02:35, 874 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში იღებს მონაწილეობას
ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს, - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოში გერმანელი ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის ვიზიტს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კრამონი საქართველოში დასავლური პოლიტიკის დისკრედიტაცისთვის ჩამოვიდა. "ვიოლა ფონ კრამონი ამ სადისტური მოქმედებების მხარდაჭერით ყველაფერს ხაზს უსვამს. იგი იმისთვის ჩამოვიდა, რომ დასავლური პოლიტიკის დისკრედიტაცია მოახდინოს, რაზეც სალომე ზურაბიშვილი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა. ყველაფერი უკვე ნათელი გახდა. ფაქტობრივად, ეს არის სტრატეგია, რომელიც აქციებიდან უნდა გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებასა და ისეთი სახის დაპირისპირებაში, რომელიც დაკავშირებულია სისხლთან, აუცილებლად დაკავშირებულია ადამიანურ მსხვერპლთან... ფონ კრამონი არის ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ამას უჭერს მხარს... საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს ფონ კრამონი და ასევე, ის ადამიანები, ვინც ევროპარლამენტში რეზოლუციის შემქმნელები, ლობისტები არიან და საქართველოს წინააღმდეგ არიან მიმართულები“,- აცხადებს ვოლსკი.
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)