|
2023-04-02 14:48:51, 956 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი - იმედი მაქვს, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რადგან ქართველი ხალხი ამას იმსახურებს
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკომისია ნამდვილად მისცემს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, რადგან ქართველი ხალხი ამას იმსახურებს,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა. როგორც კრამონმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში აღნიშნა, არსებობს ინტერესი, რომ საქართველო ევროკავშირსა და ევროპას დაუახლოვდეს. "ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკომისია ნამდვილად მისცემს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, რადგან ქართველი ხალხი ამას იმსახურებს და ჩვენი ინტერესი გახლავთ, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს და ევროპას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრობლემის გადაჭრის გზას მოვძებნით და ნამდვილად ეს არ იქნება უბრალოდ ფუჭად მიცემული და არ იქნება მიცემული იმიტომ, რომ "ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში, არამედ მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში. ქართველი ხალხი ამას იმსახურებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კრიტერიუმი, ყველა რეკომენდაცია იქნას დაკმაყოფილებული და არ აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში ვინ იქნება ხელისუფლებაში. პოლიტიკური ნებაა საჭირო ისევე, როგორც ხალხის ნება და კომისია ნამდვილად მზად იქნება, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ აქტიურად დავაკვირდებით თუ როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა კრამონმა. ცნობისთვის, გერმანელი ევროპარლამენტარი საქართველოში იმყოფება.
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)