|
2023-04-02 13:06:28, 813 ნახვა
საზოგადოება
ალასანია - მიხეილ სააკაშვილი 61 კგ-ია
61 კგ-ია მისი წონა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ექსპრეზიდენტი არის "ძალიან სუსტად". "რა თქმა უნდა, არის ძალიან სუსტად იმიტომ, რომ ადამიანი 24 საათის განმავლობაში არ დგება, არ მოძრაობს, ფაქტობრივად",- ამბობს ალასანია. მესამე პრეზიდენტის დედა კლინიკა "ვივამედში" სახალხო დამცველის კონსიულიუმის წევრების შესვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონსილიუმი ობიექტურ დასკვნას დაწერს. "კარგია, რომ შედიან. ეს კონსილიუმის ექიმები ის ადამიანები არიან, ვინც ადრეც შედიოდნენ. ვიცი, რომ ესენი არიან ძალიან კარგი პროფესიონალები. პირდად არც ერთს არ ვიცნობ. მჯერა, რომ ობიექტურები არიან და კარგია, რომ შევლენ და დაწერენ დასკვნას", - აცხადებს გიული ალასანია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)