|
2023-04-02 11:47:04, 850 ნახვა
საზოგადოება
შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7.3 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ შაყულაშვილმა რეგიონში სამელიორაციო სიტემებზე არსებული მდგომარეობა, მოახლოებულ სარწყავ სეზონთან დაკავშირებული საკითხები და არსებული საჭიროებები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. შ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეფასდა მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები. "თენგიზ ნასარიძემ ყურადღება იმ პროექტებსა და სამუშაოებზე გაამახვილა, რომლებიც რეგიონში უახლოეს პერიოდში დაიწყება. დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7.3 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს. შედეგად, დამატებით, 2740 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება. შეხვედრა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები და შიდა ქართლის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)