06:48 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-02 11:12:43, 746 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო პაკეტი - მოქალაქე იგრძნობს, რომ სახელმწიფო არეგულირებს ფარმაცევტულ ბაზარს

„მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობაზე გაიგზავნა. ვფიქრობ, რომ მალე მოხდება განხილვა და მოქალაქე იგრძნობს, რომ სახელმწიფო არეგულირებს ფარმაცევტულ ბაზარს", - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.  

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გასულ თვეებში, ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასი ხელოვნურად გაიზარდა და აღნიშნა, რომ განახლებული კანონპროექტი, სწორედ მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად შემუშავდა.

მისივე თქმით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით, უწყებას დარღვევებზე უფრო ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობა მიეცემა. 

„საქართველოს მაგალითი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაგალითი იქნება სოციალური პასუხისმგებლობის, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან",- აღნიშნა მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, სახელმწიფომ 1 100 მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი უკვე დაადგინა - უწყება, ამ მიმართულებით გაწერილ გეგმას მიყვება და რეფერენტული ფასი, სხვა პრეპარატებზეც დაწესდება.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პარალელურად, ძვირადღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, პირდაპირ შესყიდვებზე მოლაპარაკების პროცესი უკვე დაწყებულია.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, კონკრეტულ ქვეყნებში, ვიზიტებიც დაიგეგმება. 

„მარტივად რომ აგიხსნათ, ონკოლოგიურ პაციენტს, წლის განმავლობაში აქვს ლიმიტი - 25 000₾. ადრე თუ ყიდულობდა 10 კოლოფს, მას შემდეგ რაც ფარმაცევტულმა კომპანიებმა ეს წამლები გააძვირეს, იყიდის 3-4 კოლოფს და აქედან გამომდინარე, ეს ლიმიტი ძალიან სწრაფად ამოიწურება. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც  მწარმოებელთან პირდაპირი შეთანხმებები გვექნება, ძველ ნიშნულთან შედარებით ეს ფასები კიდევ უფრო გაიაფდება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს, წლის განმავლობაში საჭირო მედიკამენტებზე სრულად დავუკმაყოფილოთ მოთხოვნა", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მწარმოებელთან პირდაპირი კონტრაქტების შემთხვევაში, ონკოლოგიური პრეპარატების შესყიდვა,  40-50%-მდე ნაკლებ ფასად გახდება შესაძლებელი, რაც სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, პაციენტისთვის, პრეპარატებზე განსაზღვრული ლიმიტი სრულად მოხსნას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics