|
2023-04-01 21:05:03, 1245 ნახვა
პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონი კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა. მანამდე ვიოლა ფონ კრამონი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, შეხვედრას ყოფილი ომბუდსმენი, ნინო ლომჯარიაც ესწრებოდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ 12 რეკომენდაციას, რომელიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ამ წუთებში, მთავრობის კანცელარიასთან დაკავებული აქტივისტის, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები "ევროპული საქართველო" და მისი პარტნიორი ორგანიზაციები არიან. პროტესტს უერთდებიან სამოქალაქო აქტივისტები, მესამე სექტორის, მედიის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ახლაგაზრდების ერთადერთი მოთხოვნა ხელისუფლების მიერ დაანონსებული რეპრესიების შეწყვეტა და მათი თანატოლის ციხიდან გამოშვებაა.
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)