11:36 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-01 18:51:41, 1230 ნახვა

პოლიტიკა
გიული ალასანია - პოლიტკომენტატორი არ ვარ, მე ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის ვიბრძვი

მე პოლიტკომენტატორი არ ვარ, მე ვიბრძვი ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოსთვის საჩივარ უკვე დაწერილია, როგორც თავად აღნიშნავს საჩივრის შედგენის პროცესში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძეც ჩართული იყო.

მანვე დასძინა, რომ ის არის მშობელი და აქედან გამომდინარე მისი სურვილია რომ, სადაც მისი შვილი უსაფრთხოდ იქნება, იქ იყოს.

„ველოდები ჩემი შვილის თანხმობას. აქამდე რაღაცის გამო თავს იკავებდა, ყველა არგუმენტი ჩემთვის არც არის ცნობილი. მიჩვეული ვარ, რომ ყოველთვის ვუჯერებდი ჩემს შვილს, ვფიქრობდი, მას უფრო აქვს ეს ხედვა. იურისპრუდენციასთან კავშირი არ მქონია, მართალი გითხრათ. ყველანაირი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ არ ვიცი სტრასბურგი როგორ მუშაობს, არ მქონია არანაირი შეხება. მე სულ მეჩქარება, რადგან ვხედავ, რომ ამ კლინიკაში ბევრი ღირსეული ადამიანია, მედპერსონალის მიმართ თითქოს საყვედური არ მეთქმის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი ჯანმრთელობის თვალსაზრისით უკან მიდის. მე პოლიტკომენტატორი არ ვარ, მე ვიბრძვი ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის. ჩემი სურვილია, სადაც ჩემი შვილი უფრო უსაფრთხოდ იქნება, მინდა, იქ იყოს. საჩივარი დაწერილია, თვითონ ბატონი შალვაც მონაწილეობდა ამაში“, - განაცხადა ალასანიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics