|
2023-04-01 15:35:55, 1271 ნახვა
საზოგადოება
„ერთად ევროპაში“ - ბათუმში ენმ-ის აქცია გაიმართა
"ერთად ევროპაში" - ამ სახელწოდებით ამ წუთებში ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის წინ ოპოზიციური პარტიის ლიდერები მხარდამჭერებს მიმრთავენ და 9 აპრილს დედაქალაქში გამართულ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე შემოერთებისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაა. ისინი ასევე პოლიტიკური პატიმრების მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას მოითხოვენ. "9 აპრილს 17:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე და ამასობაში დრო მივცეთ რუსულ ოცნებას იმისთვის, რომ რეალურად დაიწყოს კანდიდატის სტატუსისთვის მიღებისთვის სამუშაოები, რაც გულისხმობს 12 რეკომენდაციის შესრულებას. მათ მივცეთ 9 აპრილამდე დრო, რომ ისევე სწრაფად როგორც რუსული კანონი გაიწვიეს, ასევე სწრაფად ანახონ საზოგადოებას ხვალიდან, რომ ისინი იძულების წესით იწყებენ ამ ყველა რეკომენდაციის შესრულებას", - განაცხადა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)