|
2023-04-01 12:59:50, 1002 ნახვა
პოლიტიკა
კირბი - რუსეთი ამერიკელ დიპლომატებს WSJ-ის დაკავებული ჟურნალისტის მონახულების უფლებას არ აძლევს
რუსეთი ამერიკელ დიპლომატებს WSJ-ის დაკავებული ჟურნალისტის მონახულების უფლებას ამ დრომდე არ აძლევს, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კვლავ მუშაობს რუსეთში დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტის ევან ჰერშკოვიჩთან შეხვედრის უზრუნველსაყოფად. მანვე დასძინა, რომ აშშ-ის ყველა მოქალაქემ უნდა დატოვოს რუსეთი, ვინაიდან რუსეთში ამერიკის მოქალაქეებისთვის მტრული გარემოა. "ახლა ამერიკელებისთვის რუსეთში ყოფნის დრო არ არის. თუ ახლა რუსეთში იმყოფებით - საქმისთვის,სიამოვნებისთვის თუ ნებისმიერი ტიპის მოგზაურობისთვის - უნდა დატოვოთ რუსეთი, ვინაიდან რუსეთში ამერიკის მოქალაქეებისთვის მტრული გარემოა", - განაცხადა კირბიმ. ცნობისთვის, რუსეთში Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. გერშკოვიცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა (ჯაშუშობა) აღძრული.
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)