|
2023-03-31 15:05:38, 914 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ტრაპიზონში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლებმა, ტრაპიზონში სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, თევზში მალაქიტის მწვანის განსაზღვრის მეთოდები შეისწავლეს. აღნიშნულ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სპეციალისტებს ჩაუტარდათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები. ქართველმა სპეციალისტებმა შეისწავლეს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი კვლევის მეთოდი, რაც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას შესაძლებლობას აძლევს, ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ პირებს აღნიშნული მიმართულებით მაღალკვალიფიციური მომსახურება შესთავაზონ. „სწავლება თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგიონულ ლაბორატორიაში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას აქტიურად თანამშრომლობს ტრაპიზონის სურსათის უვნებლობის სახელმწიფო ლაბორატორიასთან. თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება”, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)