12:31 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 09:46:18, 801 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - 31 მარტის რეფერენდუმი ისტორიაში დარჩება მოვლენად, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას

ზუსტად 32 წლის წინ სრულიად საქართველოს მოსახლეობამ მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. სწორედ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები დაედო საფუძვლად უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტის მიღებას. ეს დღე სამაგალითო გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში სამოქალაქო ერთსულოვნების თვალსაზრისითაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, "კიდევ ერთი მიზეზით არის 31 მარტი ღირსშესანიშნავი, ვინაიდან დღეს რეფერენდუმის სულისჩამდგმელის, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 84-ე დაბადების დღეა".

„ჩვენი მრავალეთნიკური ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამართულ რეფერენდუმზე ჩვენმა ხალხმა, აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების ჩათვლით, მხარი დაუჭირა დამოუკიდებელი საქართველოს იდეას.

კიდევ ერთი მიზეზით არის 31 მარტი ღირსშესანიშნავი, - დღეს რეფერენდუმის სულისჩამდგმელის, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 84-ე დაბადების დღეა. 31 მარტის რეფერენდუმი ჩვენს ისტორიაში დარჩება მოვლენად, რომელმაც მყარი საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, იმ მიზნისკენ სვლას, რომელიც ქართველთა ყველა თაობას აერთიანებს",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics