|
2023-03-31 08:56:46, 1262 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ბრალი წაუყენა
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს. საქმის დეტალების მიხედვით, 2016 წლის არჩევნების დროს, დონალდ ტრამპმა პორნომსახიობ სტორმი დენიელს 130 000 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის დეტალებზე საუბარი შეეწყვიტა. ნაფიცი მსაჯულების მიერ ბრალის წაყენებას უკვე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი და განაცხადა, რომ იმისთვის, რომ აშშ "კვლავ დიდებული გახდეს", "ცრუ დემოკრატები ოფისებიდან უნდა გააძევონ". "ვფიქრობ, კუდიანებზე ნადირობა მძიმე დარტყმას მიაყენებს ჯო ბაიდენს. ამერიკელი ხალხი კარგად ხვდება, რას აკეთებენ აქ რადიკალი მემარცხენე დემოკრატები. ყველა ხედავს ამას. ამიტომ, ჩვენი მოძრაობა და პარტია არის ძლიერი და ერთიანი. ჩვენ ჯერ ელვინ ბრეგს დავამარცხებთ, შემდეგ კი ჯო ბაიდენს. ჩვენ ვაპირებთ, თითოეული ეს ცრუ დემოკრატი ოფისებიდან გავაძევოთ იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოქმედ ან ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის ბრალდებას წაუყენებენ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)