|
2023-03-30 15:39:46, 1322 ნახვა
სამართალი
იოსელიანი აქციაზე დაკავებულებზე - მათი დაკავება აბსოლუტურად უკანონო იყო
მათი დაკავება იყო აბსულუტურად უკანონო, - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე პირების დაკავებას. როგორც ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, აღნიშნული ადამიანები მხოლოდ საკუთარ აზრს გამოხატვდნენ. "ადამიანები, რომლებიც იდგნენ, არ არღვევდნენ კანონს, მათი დაკავება, წაყვანა წინასწარი დაკავების იზოლატორში, იყო აბსოლუტურად უკანონო იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ გამოხატავდნენ თავიანთ აზრს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7-8 მარტს, პარლაენტთან გამართულ საპროტესტო აქციებზე ათობით პირი დააკავა. გუშინ, 29 მარტს კი, პროტესტში მონაწილე კიდევ ერთი პირის, ლაზარე გრიგორიადისის დაკავება მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)