|
2023-03-30 15:08:26, 1995 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების მეთაური სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიმდინარეობას გაეცნო
სენაკში, დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეით ბრიგადაში უწყებათაშორისი სამეთაურო - საშტაბო სწავლება “ეგრისი 2023’’ მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და თავდაცის ძალების მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური გაეცნენ. უწყების ინფორმაციით, სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა გვარეობის ქვედანაყოფები მონაწილეობენ. "წელს პირველად, თავდაცვითი ოპერაციების მართვის პროცესში ბრიგადის შტაბებს შორის კოორდინაცია, მართვა და კონტროლი ახალი პროგრამული უზრუნველყოფის (ჰჩ2) სისტემის გამოყენებით ხორციელდება. “ეგრისი 2023” სამ ფაზას მოიცავს. პირველი ფაზა უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერას, მეორე - მაფორმულირებელ ოპერაციებს, ხოლო მესამე ფაზა აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს ითვალისწინებს. სწავლების მიზანია თავდაცვითი ოპერაციების დროს ბრიგადის შტაბის ოპერაციების დახვეწა, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესება და თავდაცვითი ოპერაციების წარმოება. “ეგრისი 2023” მონაწილეები დეცენტრალიზებული მართვისათვის საჭირო სისტემებისა და პროცედურების დახვეწაზეც იმუშავებენ. სწავლების ფარგლებში გათვალისწინებულია სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ოპერაციების ინტეგრირებაც", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)