|
2023-03-30 11:24:42, 1396 ნახვა
სამართალი
კუპატაძე - დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი - დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა, სულ მცირე, გაორმაგდება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც კუპატაძემ ცოტა ხნის წინ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ამ დროისთვის დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, დაკავებულთა შორის კი ქალები და უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. "გრძელდება უკომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ფონიჭალაში ოთხ ლოკაციაზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი ამ დროისთვის. ღონისძიება გრძელდება. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. დარწმუნებული ვარ, დღის ბოლომდე, დაკავებულების რაოდენობა მინიმუმ გაორმაგდება. არიან როგორც მანდილოსნები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები", - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)