|
2023-03-30 10:12:30, 1743 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ოთხი მიმართულებით რუსეთის 60-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით რუსეთის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერია. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, რუსეთმა 5 სარაკეტო და 25 საავიაციო დარტყმა განახორციელა, ასევე 34-ჯერ გახსნა ცეცხლი რეაქტიული ზალპური სისტემებიდან. "ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავისა და დონეცკის ოლქის დრუჟკოვკას ინფრასტრუქტურაზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, დაზიანდა კერძო სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა", - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინსკის მიმართულებებზეა მობილიზებული. დაიბომბა სუმის ოლქის რამდენიმე დასახლება და ხარკოვის რეგიონი.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)